Sunday, December 22, 2013

მე-9 დღის რეფლექსია

 ტრენინგის ბოლო დღე  ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტის ყველა მონაწილისათვის. ამ დღეს გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები. ძალიან საინტერესო იყო პედაგოგების პროექტის იდეების მოსმენა. გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები, მივეცით რჩევები. შესაბამისად მეც მივიღე გარკვეული რჩევები და რეკომენდაციები, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ. ზოგადად პროექტი ძალიან პროდუქტიული და ბევრის მომცემი იყო ჩემთვის, მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში.

No comments:

Post a Comment