Friday, December 13, 2013

მე 4 მოდულის რეფლქსია

მე-4 მოდულში შევისწავლეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს თემაში ინტერნეტი; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შექმნით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასეთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის? თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლა ამაღლებს მოსწავლეების მოტივაციას, სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს და საინტერესოს ხდის. ვფიქრობ, ამ ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას, რადგან მოსწავლეები უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ და უფრო აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში.

No comments:

Post a Comment