ასევე შევისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებითვის,როგორ გავუწიოთ კლასს ფასილიტაცია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს და ჩვენი პროექტის შესაბამისი ნიმუშები გადავიტანეთ ჩვენს პრეზენტაციაში. საბოოლოოდ, კიდევ ერთხელ თვალი გადავავლეთ ჩვენი პროექტის გეგმას და პორტფოლიოს და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე. პროექტის პორტფოლიო ასევე განვათავსეთ ჩვენი ბლოგის გაჯეტებში. ეს დღე მნიშვენელოვანი იყო, რადგან ფაქტიურად დავასრულეთ ჩვენს პროექტზე მუშაობა და უკვე შევხედეთ ჩვენი ოთხკვირიანი მუშაობის საბოლოო შედეგს.
No comments:
Post a Comment