Sunday, December 22, 2013

მე-9 დღის რეფლექსია

 ტრენინგის ბოლო დღე  ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტის ყველა მონაწილისათვის. ამ დღეს გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები. ძალიან საინტერესო იყო პედაგოგების პროექტის იდეების მოსმენა. გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები, მივეცით რჩევები. შესაბამისად მეც მივიღე გარკვეული რჩევები და რეკომენდაციები, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ. ზოგადად პროექტი ძალიან პროდუქტიული და ბევრის მომცემი იყო ჩემთვის, მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში.

Saturday, December 21, 2013

მე-8 დღის რეფლექსია

გავეცანით  და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ფორმებს ჩვენი  პროექტის შესაბამისად და გადავიტანეთ ჩვენს პორტფოლიოში. 
ასევე შევისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებითვის,როგორ გავუწიოთ კლასს ფასილიტაცია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს და ჩვენი პროექტის შესაბამისი ნიმუშები გადავიტანეთ ჩვენს პრეზენტაციაში. საბოოლოოდ, კიდევ ერთხელ თვალი გადავავლეთ  ჩვენი პროექტის გეგმას და პორტფოლიოს და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე. პროექტის პორტფოლიო  ასევე განვათავსეთ ჩვენი ბლოგის გაჯეტებში. ეს დღე მნიშვენელოვანი იყო, რადგან  ფაქტიურად დავასრულეთ ჩვენს პროექტზე მუშაობა და უკვე შევხედეთ  ჩვენი ოთხკვირიანი მუშაობის საბოლოო შედეგს.


პროექტის პორტფოლიო


პორტფოლიო


Saturday, December 14, 2013

მე-5 მოდულის რეფლექსია

მე-5 მოდულში გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის,ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმას და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად.ასევე ვისწავლეთ როგორ უნდა განვათავსოთ დოკუმენტები ჩვენს პრეზენტაციაზე. დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო. ეს ყველაფერი ძალიან გამომადგება ჩემს საქმიანობაში.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Friday, December 13, 2013

პორტფოლიოს პრეზენტაცია

პორტფოლიოს პრეზენტაცია.

მე 4 მოდულის რეფლქსია

მე-4 მოდულში შევისწავლეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს თემაში ინტერნეტი; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შექმნით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასეთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის? თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლა ამაღლებს მოსწავლეების მოტივაციას, სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს და საინტერესოს ხდის. ვფიქრობ, ამ ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას, რადგან მოსწავლეები უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ და უფრო აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში.